Tuesday, April 14, 2015

VIII მოდულის რეფლექსია

    დღეს პროექტებით სწავლების ტრენინგის შემაჯამებელი დღე იყო.ყველამ გააკეთა პრეზენტაცია საკუთარი პროექტის,ტრენერი რჩევებს გაძლევდა,ჩვენც გამოვხატავდით ჩვენს შეხედულებებს. ტრენინგის ბოლოს  პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე.
   საინტერესო ტრენინგი იყო,უამრავი რამ ვისწავლე,ახლებურად დავინახე სწავლების მეთოდები და მიდგომები.ეს ყველაფერი კი ჩვენი ტრენერის ქ-ნი ნანა ედიშერაშვილის დამსახურებაა, რომ ყველაფერს გულდასმით, გასაგებად გვიხსნიდა და რჩევებს გვაძლევდა. დიდი მადლობა ამისთვის!
   ძალიან მომენარტებიან ჩვენი გოგონები,მაგრამ აუცილებლად მივადევნებ თვალს მათ პროექტებს და ვიქონიებ კონტაქტს. წარმატებები ყველას!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

https://drive.google.com/folderview?id=0B4QdGxUmAs5VfklRelBlRzh1U3dJcUVLdDlxRDdQVXNlUVpXd1VKRHRqOURaR2MwMTVNSUU&usp=sharing
მე-6, მე-7 მოდულის რეფლექსია დღევანდელ დღეს კოლეგებმა ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე. განვიხილეთ სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკა.შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკა. გავწერეთ პროექტის გეგმის შაბლონი ბოლომდე და კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენ ნამუშევრებს.

Sunday, April 5, 2015

მეხუთე მოდულის რეფლექსია ამ მოდულში გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, ჩეკლისტს.გავეცანით კოლეგების პრეზენტაციებს. ერთმანეთს მივეცით რჩევები. დღის ბოლოს შეფასების რუბრიკის რამდენიმე ნიმუში განვიხილეთ და ჩვენი პროექტის შესაბამისად შევავსეთ.